ალვეშს პრემიერლიგიდან 3 წინადადება აქვს!
Aa
Aa

ალვეშს პრემიერლიგიდან 3 წინადადება აქვს!

36 წლის დანი ალვეში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას საკმაოდ მოთხოვნადია. კოპა ამერიკის შესანიშნავად ჩატარების შემდეგ, მის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

ესპანური AS-ის ცნობით, ალვეშის დამატების სურვილს "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი" და "არსენალი" გამოთქვამენ.

გუარდიოლა ალვეშის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს, რაც შეეხება "ტოტენჰემს", ისინი უკვე ფეხბურთელის გარემოცვას დაუკავშირდნენ და მათი პირობები გააცნეს.

უნაი ემერიმ კი "არსენალს" ალვეშის თაობაზე ოფიციალური შეთავაზების გაგზავნა მოსთხოვა.

ბრაზილიელი განაპირა მცველი ამჟამად თავისუფალი აგენტია, ის პსჟ-ს უკვე დაემშვიდობა და ახალი გამოწვევისთვის მზადაა. აღსანიშნავია, რომ ალვეშმა MLS-დან მიღებულ წინადადებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა. ის ევროპის დატოვებას არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები