კოუტინიოს აგენტი:
Aa
Aa

კოუტინიოს აგენტი: "თუ მათ ფილიპეს გაყიდვა სურთ, ჯერ ეს ჩვენ უნდა შეგვატყობინონ"

ფილიპე კოუტინიოს აგენტმა RMC სპორტთან საუბრისას აღშფოთება ვერ დამალა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებული და მოტყუებულია.

ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, რომ "ბარსელონამ" მათ ნდობა გამოუცხადა და უთხრა, რომ კოუტინიოს არ გაყიდდნენ, თუმცა ეს თანხმობა მათ კლუბის ვიცე-პრეზიდენტის პეპ სეგურასგან მიიღეს, რომელიც ამის შემდეგ რამდენიმე დღეში გადადგა.

სეგურას გადადგომის მიზეზი კლუბთან უთანხმოება იყო, რომელიც სატრანსფერო პოლიტიკას უკავშირდებოდა.

როგორც კოუტინიოს აგენტი ამბობს, "ბარსა" ფილიპეს ნეიმარის ტრანსფერში ჩართვას გეგმავს და მათ ეს ჯერ არ იციან.

"თუ მათ ფილიპეს გაყიდვა სურთ, ჯერ ეს ჩვენ უნდა შეგვატყობინონ. მე და ჩემმა კლიენტმა კლუბს პატივი ვეცით და შემოთავაზებები არ განგვიხილავს, რადგან ვიცე-პრეზიდენტმა გვითხრა რომ კოუტინიოს გაშვებას არ აპირებდნენ, ახლა კი ვიგებთ რომ მას ნეიმარში გაცვლას უპირებენ". - განაცხადა ფეხბურთლის პირადმა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა დღეს პრესასთან საუბრისას მის კარიერაში საუკეთესო მოგონებად პსჟ-ს 6:1 დამარცხება დაასახელა და ამით "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა. სავარაუდოდ მის ამ განცხადებას პარიზში დიდი გამოხმაურება მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები