''შევარდენი'' მთავარმა მწვრთნელმა და დამფუძნებელმა დატოვეს
Aa
Aa

''შევარდენი'' მთავარმა მწვრთნელმა და დამფუძნებელმა დატოვეს

საფეხბურთო კლუბი ''შევარდენი 1906'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ დატოვა. კლუბს ასევე დაემშვიდობა კლუბის დამფუძნებელი გეგი კიკაბიძე.

კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში წერია: ''კლუბი არასდროს დაივიწყებს მათ შრომას, ძალისხმევას და ყველა იმ ემოციურ მომენტს, რომელმაც ჩვენი გუნდი ერთ დიდ ოჯახად შეკრა და გააერთიანა. ''შევარდენი'' გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას იმ ღირსეულ ხალხთან ერთად, ვინც კლუბის კეთილდღეობისთვის არაფერს დაიშურებს.''

მიმდინარე სეზონში გიორგი ნემსაძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ''შევარდენი'' მეორე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში აღზევების რეალური შანსი აქვს. ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეცვლის გიორგი ნემსაძეს.

ფოტო: ''შევარდენი 1906''-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები