ივანიშვილი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
Aa
Aa

ივანიშვილი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

სოსნოვეცის ''ზაგლემბეს'' დატოვების შემდეგ გიორგი ივანიშვილი კარიერას ბოლნისის ''სიონში'' გააგრძელებს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარში ივანიშვილი პოლონეთის ექსტრაკლასაში ასპარეზობდა და ''ზაგლემბეს'' მაისურით ექსტრაკლასაში 9 მატჩი ჩაატარა.

29 წლის ივანიშვილს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. კარიერის საწყის ეტაპზე შვეიცარიული ''ციურიხის'' ფეხბურთელი იყო, თუმცა კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და იჯარის წესით ''ვოლენში,'' ''შაფჰაუზენსა'' და ''ბელინცონაში'' ასპარეზობდა.

შვეიცარიიდან წამოსვლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ''ცხინვალის,'' ''ჩიხურასა'' და თბილისის ''დინამოს'' ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები