Aa
Aa

ჰალეპი-აზარენკა უკვე 1/16 ფინალში!... გოფის ზღაპარი გრძელდება

ქალთა შორის, ზღაპარში ცხოვრებას აგრძელებს ამერიკელი სკოლის მოსწავლე - კოკო გოფი, რომელმაც უკვე მე-3 რაუნდის საგზური მოიპოვა.

გოფმა უიმბლდონის 2017 წლის ნახევარფინალისტ მაგდალენა რიბარიკოვას შანსი არ დაუტოვა და ბრეიკ-პოინტის მიუცემლად, 6:3; 6:3 მოუგო. 15 წლის ამერიკელის შემდეგი მეტოქე პოლონა ჰერცოგი იქნება, რომელმაც სენსაცია შემოგვთავაზა და მედისონ კიზი 2 სეტში დაამარცხა.

იოლად იმარჯვა მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა, კაროლინა პლიშკოვამ. ჩეხმა მონიკა პუიგი 6:0; 6:4 გაანადგურა და 1/16 ფინალში სიე სუ-უეის დაუპირისპირდება.

ასევე ძალიან დამაჯერებლი იყო ვიქტორია აზარენკა, რომელიც ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს 6:2; 6:0-ით დაშორდა. შემდეგ რაუნდში აზარენკასა და სიმონა ჰალეპს შორის სუპერმატჩი გველის.

თავის მხრივ, რუმინელმა თანამემამულე მიხაელა ბუზარნესკუსთან სეტი წააგო და კორტზე თითქმის 2 საათის გატარება მოუწია, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 6:3; 4:6; 6:2-ია.

შემდეგ წრეში ითამებენ კაროლინ ვოზნიაცკი და ელინა სვიტოლინაც. დანიელმა ვარსკვლავმა ვიქტორია კუდერმეტოვას 2-სეტიანი რთული ბრძოლა მოუგო, სვიტოლინამ კი მარგარიტა გასპარიანის ტრავმის გამო არასრული შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები