ოფიციალურად: შერმადინი კარიერას
Aa
Aa

ოფიციალურად: შერმადინი კარიერას "ტენერიფეში" გააგრძელებს!

ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი კარიერას "იბეროსტარ ტენერიფეში" გააგრძელებს.

კანარის კუნძულების წარმომადგენელ კლუბთან შერმადინმა 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. გიო ბოლოს "უნიკახას" ღირსებას იცავდა.

2.17 სიმაღლის 30 ქართველ გიგანტს ევროლიგა კარიერის განმავლობაში 2-ჯერ აქვს მოგებული და ეს ორივეჯერ "პანათინაიკოსის" შემადგენლობაში გააკეთა.

5 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია და მისი საშუალო მონაგარი 12.2 ქულა და 5.8 მოხსნა გახლავთ.

შერმადინის ახალმა კლუბმა "ტენერიფემ" გასულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა, რაც პლეი ოფში ასპარეზობის საშუალებას არ იძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები