ბეილს + თანხა! „რეალი“ პოგბას ტრანსფერზე მუშაობს
Aa
Aa

ბეილს + თანხა! „რეალი“ პოგბას ტრანსფერზე მუშაობს

მადრიდის „რეალი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. „სამეფო კლუბის“ ინტერესის შესახებ დიდი ხანია იწერება და „ლოს ბლანკოსის“ მმართველები ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებენ.

„მანჩესტერი“ ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს. ფლორენტინო პერესს კი გაცილებით ნაკლების გადახდა სურს. შესაბამისად „რეალი“ გამოსავლის ძიებაშია და ერთ-ერთ ვარიანტად ტრანსფერში გარეტ ბეილის ჩართვას განიხილავს.

Marca-ს ინფორმაციით მადრიდელები წინადადებას ამზადებენ და გეგმავენ „მანჩესტერს“ გარკვეულ თანხასთან ერთად გარეტ ბეილი შესთავაზონ. პრობლემა ისაა, რომ უელსელი „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და მისი საკუთარ რიგებში ხილვის პერსპექტივა დიდად არც „იუნაიტედს“ ხიბლავს.

არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება. თუმცა ფაქტია, რომ პოგბას „ოცნებათა თეატრიდან“ წასვლა სურს, ხოლო ზინადინ ზიდანი თანამემამულის შესაძენად ყველაფერს აკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები