Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!

რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური წყვილები დასახელდა. 

კენჭისყრის შედეგად "მანჩესტერ სიტი" "რეალს" დაუპირისპირდება, ხოლო "ატლეტიკო" - "ბაიერნს".

პირველ შეხვედრებს "სიტი" და "ატლეტიკო" საკუთარ კედლებში ითამაშებენ. 

ხსენებული ნახევარფინალები 26-27 აპრილსა და 3-4 მაისს გაიმართება. 

26 აპრილს მანჩესტერში "სიტი" "რეალს" დაუხვდება, 27-ში კი მადრიდში "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" და "ბაიერნი" ითამაშებენ.

"ჩემპიონთა ლიგის" 2015-2016 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება 28 მაისს მილანში, "სან სიროზე" ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები