Aa
Aa

"ნაპოლიმ" და "რომამ" მოილაპარაკეს! - მანოლასი ალბიოლის შემცვლელად!

„ნაპოლიმ“ და „რომამ“ კოსტას მანოლასის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და ბერძენი მცველი კარიერის ნეაპოლში გააგრძელებს.

სამხრეთელებმა მანოლასის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადეს, მასთან კი 5-წლიან კონტრაქტის გააფორმებენ და წლიურ ხელფასად 4.5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

„ნაპოლის“ დაცვის ცენტრის გაძლიერების აუცილებლობა მას შემდეგ დაუდგა, რაც რაულ ალბიოლმა სამშობლოში დაბრუნება და „ვილიარეალის“ მაისურის მორგება გადაწყვიტა.

28 წლის მანოლასს „იუვენტუსი“, „მილანი“ და „არსენალიც“ ეპატიჟებოდნენ, იგი რომაელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და „ჯალოროსის“ ფორმით ჩატარებულ 206 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები