Aa
Aa

სრნამ კარიერა დაასრულა და "შახტარის" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს

ხორვატმა განაპირა მცველმა, დარიო სრნამ, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 37 წლის ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ამიერიდან ყოფილ კლუბ დონეცკის „შახტარის“ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

პაულო ფონსეკას „რომაში“ წასვლის შემდეგ დონეცკელთა დამრიგებლად კიდევ ერთი პორტუგალიელი - ლუიშ კასტრო დაინიშნა, სრნა კი სწორედ 57 წლის სპეციალისტს დაეხმარება.

დარიო სრნა „შახტარის“ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება, იგი დონეცკელთა მაისურით 2003-2018 წლებში თამაშობდა და კლუბის ღირსება 500-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა.

სრნა ხორვატიის ნაკრებში 14 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, 2008-2016 წლებში კი მისი კაპიტანი გახლდათ. მას ეროვნულ გუნდში 134 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები