ტიაგო სილვა: "იბრა უნდა დარჩეს"!
ფრანგული "პსჟ"-ს კაპიტანი ტიაგო სილვა ჟურნალისტებთან ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს:
"მე ზლატანთან მისი კლუბში დარჩენის თაობაზე არ მილაპარაკია. ჩვენ მეგობრები ვართ და სიმართლე გითხრათ, მის გარეშე "პსჟ" ვერც კი წარმომიდგენია. იბრა ჩვენი გუნდისთვის ფასდაუდებელი ფეხბურთელია, მისებრი ინტელექტის მქონე მოთამაშეები დღევანდელ ფეხბურთში თითზე ჩამოსათვლელნი არიან".
"ხანდახან მესმის, რომ ის ასაკშია, მაგრამ მე ამ ფორმულირებას არ მივესალმები, ის გამოცდილია და არა ვეტერანი. 34 წლის ასაკში მისი საქმისადმი მიდგომა და ფეხბურთის სიყვარული ნებისმიერისთვის სამაგალითოა"! - განაცხადა სილვამ.
შვედ ფორვარდს მიმდინარე ლიგა 1-ის 26 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი, "ჩემპიონთა ლიგაში" კი მის ანგარიშზე 4 შედეგიანი დარტყმაა.