Aa
Aa

სუპერმატჩი იტალიელთა სასარგებლოდ! - ბოლონიაში ევრო U21 დაიწყო

იტალიაში ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატი გაიხსნა და მის პირველსავე დღეს მასპინძელ იტალიასა და აღიარებულ ფავორიტ ესპანეთს შორის სუპერმატჩი შედგა.

ბოლონიაში, „სტადიო რენატო დალ’არაზე“ გამართული შეხვედრის მე-9 წუთზე ესპანელები დანი სებალიოსის ულამაზესი გოლით დაწინაურდნენ, რასაც 36-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ უპასუხა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში აპენინელები ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდნენ და იმავე კიეზას გოლით 64-ე წუთზე წინაც გავიდნენ. ესპანელებმა ბევრი ვერაფერი შეცვალეს, ბოლო წუთებზე კი ლორენცო პელეგრინიმ პენალტიდან ზუსტად დაარტყა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა - 3:1.

ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა ბელგია დაამარცხა და იტალიასთან ერთად გალიდერდა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებული ნაკრებები და მათთან ერთად ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 25-ედ ტარდება, მისი ყველაზე მეტჯერ მოგება კი სწორედ იტალიელებმა შეძლეს. მათ ანგარიშზე 5 ტიტულია, მეორე ადგილზე 4 ჩემპიონობით ესპანეთია, ხოლო მოქმედი ჩემპიონის, გერმანიის, ასევე რუსეთისა და ჰოლანდიის აქტივში 2-2 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები