ლობჟანიძის მიმართ ინტერესი და სატრანსფერო თანხა იზრდება
Aa
Aa

ლობჟანიძის მიმართ ინტერესი და სატრანსფერო თანხა იზრდება

დანიურ მედიაში საბა ლობჟანიძის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ახალი ცნობები გაჩნდა.B.T.Sport-ის პოდკასტ Transfervinduet-ში ინფორმაცია საბა ლობჟანიძის ''რანდერსიდან'' წასვლის შესახებ  გაჟღერდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის გარემარბი დანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ''ბრონდბიუს'' სურს.

tipsbladet.dk-ზე საბა ლობჟანიძის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა:''ლობჟანიძემ გოლი სანაკრებო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ დანიას გაუტანა, რაც შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ საბას სატრანსფერო თანხა რამდენიმე მილიონით გაიზარდოს და გუნდებმა მასზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტიურად დაიწყონ.''

საბა ლობჟანიძემ დანიურ და ქართულ მედიასთან საუბარში ერთნაირი შინაარსის კომენტარები გააკეთა. ლობჟანიძის თქმით წასვლა გადაწყვეტილი არაა და ყველაფერს მომავალი აჩვენებს.

2018 წლის ზაფხულში ლობჟანიძის გადაბირებით გერმანული ''კიოლნი'' და ჰოლანდიური ''ალკმაარი'' დაინტერესდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

საბა ლობჟანიძემ tipsbladet-ს უთხრა: ''ჩვენ უნდა დაველოდოთ მომავალს. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ გუნდიდან მივდივარ. ეს მოხდება მაშინ თუ დაინტერესებული კლუბი და ''რანდერსი'' სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან.

დანიის სუპერლიგაში თამაში და შემდეგ დანიის ეროვნულ ნაკრებთან ასპარეზობა სხვადასხვა დონეა. სუპერლიგაში ბევრი მატჩი ჩავატარე, თუმცა ინგლისის პრემიერლიგისა და სხვა უმაღლესი დონის ჩემპიონატების ფეხბურთელებთან თამაში გაცილებით მაღალ დონეზე გამოსვლას ნიშნავს.''

ამჟამად ''ბრონდბიუს'' მთავარი მწვრთნელი ნილს ფრედერიკსენია, რომელსაც წარსულში დანიის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ''ესბიერგში'' უმუშავია.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, სამ შეხვედრაში დამარცხდა. საბა ლობჟანიძემ ეროვნულ ნაკრებში სასტარტოში პირველად დანიასთან ითამაშა და თავი გოლით გამოიჩინა, ვაკო გვილიას გადაცემის შემდეგ ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი გამოიყენა.

საბა ლობჟანიძის პირველი კომენტარი დანიის ნაკრებში გატანილი გოლის შემდეგ

ფოტო: Lars Rønbøg, gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები