კასილიასის მორიგი რეკორდი!
Aa
Aa

კასილიასის მორიგი რეკორდი!

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, იკერ კასილიასმა გუშინდელ ამხანაგურ მატჩში რუმინეთის წინააღმდეგ (0:0), მორიგი საერთაშორისო რეკორდი დაამყარა.

კონკრეტულად, მან ეროვნული გუნდის რიგებში 166-ე თამაში ჩაატარა, რაც ევროპელ ფეხბურთელთა შორის ამიერიდან საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე ხსენებული რეკორდი ლატვიელ ფეხბურთელს (სხვათა შორის, ისიც მეკარეა) ვიტალის ასტაფიევსს ეკუთვნოდა, რომელიც ბალტიისპირელთა მთავარი გუნდის მაისურით 1992-2010 წლებში გამოდიოდა. 

რაც შეეხება, ეროვნული გუნდის რიგებში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი თამაშის ჩამტარებელ ფეხბურთელს იგი ეგვიპტელი აჰმედ ჰასანია (184 თამაში), ესპანელი გოლკიპერი კი ამ ჩამონათვალში მე-6 ადგილზეა და მეხუთზე მყოფ ეკვადორელ ივან ურტადოს ერთადერთი მატჩით ჩამორჩება. მოკლედ ვნახოთ, კიდევ რამდენ შეხვედრაში დაიცავს პირინეელთა კარს კასილიასი და რამდენად მოასწრებს იგი ამ ვირტუალურ ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებზე ანაცვლებას.

შეგახსენებთ, რომ იკერის დებიუტი "ფურია როხაში" 2000 წელს გიოტებორგში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები