ესპანეთის ნაკრებში ახალი რეკორდია!
Aa
Aa

ესპანეთის ნაკრებში ახალი რეკორდია!

გუშინდელ ამხანაგურ მატჩში იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის შეხვერდაში, რომელიც უდინეში "სტადიო ფრიულიზე" გაიმართა, სტუმართა მხრიდან ახალი რეკორდი დამყარდა. 

საქმე ისაა, რომ "ფურია როხას" მხრიდან გამთანაბრებელი გოლის გამტანი არის ადურისი ესპანეთის ნაკრების ყველაზე ასაკოვან მეგოლეთა სამეულში შევიდა. 

რეკორდი ხოსე მარია პენიას ეკუთვნის, რომელმაც 1930 წელს მეტოქის კარი 35 წლისამ და 225 დღისამ აიღომ, მეორეზე ალფრედო დი სტეფანოა (35 წელი, 142 დღე), ადურისის ასაკი კი გუშინდელი მატჩისას 35 წელი და 42 დღე იყო.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, იტალიელები 68-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ დააწინაურა, 2 წუთში კი წონასწორობა სწორედ "ბილბაოს" შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფორვარდმა აღადგინა. 

მსგავსი სიახლეები