Tuttomercatoweb: ანიელი ბაქოში სარის გამო ჩადის!
Aa
Aa

Tuttomercatoweb: ანიელი ბაქოში სარის გამო ჩადის!

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, ოთხშაბათს აზერბაიჯანში ჩავა, რათა მაურიციო სარის კონტრაქტის თაობაზე "ჩელსის" წარმომადგენლებს შეხვდეს.

"ვეკია სინიორას" პირველი პირი ბაქოში სპეციალური ვიზიტით ჩავა, ევროპა ლიგის ფინალს დაესწრება, რის შემდეგაც "ჩელსის" დირექტორ მარინა გრანოვსკაიას დახურულ კარს მიღმა გაესაუბრება. სარის "ლურჯებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მხარეები კი მისი გაწყვეტის პირობებზე დაილაპარაკებენ.

ტურინელთა პრეზიდენტს სურს, რომ ტურინში სარისა და "ჩელსის" თანხმობით ჩავიდეს, რათა უკვე იტალიაში 60 წლის სპეციალისტის გადასაბირებლად, ბოლო დეტალების მოგვარებას შეუდგეს.

შეგახსენებთ, რომ აპენინური პრესის მტკიცებით, "ბებერმა ქალბატონმა" სარისთან პირად კონტრაქტზე უკვე მოილაპარაკა, ერთადერთ ბარიერად კი სწორედ "ჩელსისთან" შეთანხმება რჩება.

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიმონე ინძაგისაც განიხილავენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სარის ლონდონიდან ტურინში გადაყვანა არ გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები