NBA-მ საუკეთესო ხუთეულები გამოავლინა
Aa
Aa

NBA-მ საუკეთესო ხუთეულები გამოავლინა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ხუთეულები დაასახელა.

პირველ გუნდში ადგილი "მილუოკი ბაქსის" მსუბუქმა ფორვარდმა იანის ანტეტოკოუნმპომ, "ჰიუსტონ როქეთსის" მსროლელმა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა, "გოლდენ სტეიტ უორიორზის" გამთამაშებელმა სტეფ კარიმ, "ოკლაჰომა სითი თანდერის" მსუბუქმა ფორვარდმა პოლ ჯორჯმა და "დენვერ ნაგეთსის" ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა დაისაკუთრეს.

მეორე ხუთეული ასე გამოიყურება - ჯოელ ემბიდი, კევინ დურანტი, დემიენ ლილარდი, კავაი ლეონარდი და კაირი ირვინგი. რაც შეეხება მესამე ხუთეულს აქ რასელ უესტბრუკი, ბლეიკ გრიფინი, რუდი გობერი, ლებრონ ჯეიმსი და კემბა უოკერი მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ანტეტოკოუნმპო და ჰარდენი ერთადერთი კალათბურთელები არიან, რომლებიც პირველ ხუთეულში ერთხმად აირჩიეს.

ზემოთხსენებული დუეტი MVP-ის ჯილდოს მოსაპოვებლადაც იბრძვის. მათ კონკურენციას პოლ ჯორჯი უწევს, თუმცა რთული წარმოსადგენია ამ უკანასკნელმა მიზანს მიაღწიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები