„არსენალმა“ დაადასტურა - მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს
Aa
Aa

„არსენალმა“ დაადასტურა - მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი, ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს. UEFA-მ სომეხ შემტევს უსაფრთხოების გარანტია მისცა, თუმცა "მეთოფეებმა" კლუბის და ფეხბურთელების ინტერესებიდან გამომდინარე ბაქოში მის გარეშე წასვლა გადაწყვიტეს.

„მეთოფეებმა“ ამ საკითხს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურნენ: „მიკის ოჯახთან ყველა ვარიანტის განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ იგი გუნდთან ერთად ბაქოში არ გაემგზავრება“.

„UEFA-ს წერილით მივმართეთ, რომელშიც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენი პრობლემები გამოვხატეთ. მიკი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და იგი ძალიან დაგვაკლდება“.

„ვწუხვართ, რომ მიკი ევროოპა ლიგის ფინალს ასეთი მიზეზის გამო გამოტოვებს. მსგავსი რამ ფეხბურთელის კარიერაში იშვიათად ხდება“.

„მიკი გუნდთან ერთად იქამდე ივარჯიშებს, სანამ „არსენალიი“ ბაქოში“ გაემგზავრება“.

„არსენალის“ გადაწყვეტილების შესახებ სომეხმა ფეხბურთელმაც გააკეთა კომენტარი. მხითარიანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა: „ყველა ვარიანტის განხილვის შემდეგ რთული არჩევანი გავაკეთეთ და გადავწყვიტეთ, რომ ევროპა ლიგის ფინალზე არ გავემგზავრები“.

„ასეთი დონის შეხვედრებს ფეხბურთელები იშვიათად ატარებენ და ძალიან ვწუხვარ მატჩის გამოტოვება რომ მიწევს. ჩემს თანაგუნდელებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები