გრანდებს მოცდა მოუწევთ - ტენ ჰაგი
Aa
Aa

გრანდებს მოცდა მოუწევთ - ტენ ჰაგი "აიაქსის" დატოვებას არ გეგმავს

ამსტერდამის „აიაქსის“ 49 წლის თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა მის ირგვლივ არსებულ ხმაურზე პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც მოგეხსენებათ, ტენ ჰაგის სახელს აქტიურად უკავშირებენ „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“. წამყვანი ევროპული გამოცემების მტკიცებით „აიაქსს“ ლიდერებთან ერთად მთავარი მწვრთნელიც დატოვებს და როგორც ხშირად ხდება ხოლმე გუნდი ამჯერადაც დაიშლება.

სავარაუდოდ ეს მოსაზრება ნაწილობრივ აღსრულდება კიდეც, მაგრამ პირადად ტენ ჰაგი არსად წასვლას არ გეგმავს.

„მე კლუბთან არსებული კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. მომავალი სეზონისთვის მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს და „აიაქსის“ დატოვებას არ ვგეგმავ“.

ამ სიტყვებით ტენ ჰაგმა ყველანაირ ჭორს ხაზი გადაუსვა. ჰოლანდიელი სპეციალისტი მინიმუმ 1 წლით არსად წავა და გრანდებს მოცდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ უკვე დატოვა ფრენკი დე იონგმა, რომელიც კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. „კამპ ნოუზე“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ მატიის დე ლიხტსაც, რომლის მომავალი უახლოეს ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს.

გუნდიდან მესამე წამსვლელი კი დონი ვან დე ბეეკია, რომლის მიმართ ინტერესს წამყვანი ევროპული კლუბები იჩენენ და მათ შორის „ბარსაც“ არის.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შესანიშნავი გუნდი ბოლომდე არ დაიშლება და მათი ბრწყინვალე მწვრთნელის ხელში გაისადაც ასე ლაღად ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები