Aa
Aa

"Crystalbet"-მა ვეტერანი "დინამოელები" დააფასა

კრისტალბეთისორგანიზებით 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული გუნდის მიღება გაიმართა. ბაბილო მუზიკ ჰოლში "თბილისის დინამოს" ოქროს თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ევროპული ჯილდოს მფლობელ  ქართული საფეხბურთო კლუბის წევრებს, "კრისტალბეთის" გადაწყვეტილებით ფულადი ჯილდო და სპეციალური საჩუქრები გადაეცათღონისძიებას საფეხბურთოს სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  

 

 

 

  

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ერთერთი მთავარი პარტნიორი კომპანიის  "კრისტალბეთის" აღმასრულებელ დირექტორს კობა გიგლემიანს, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა წარმატებული პარტნიორობის აღსანიშნავად სამახსოვრო პრიზი და ვეტერანი ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი გადასცა.

1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ჩემპიონთა მხრიდან გოლები ვიტალი დარასელიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები