Aa
Aa

"პალერმო" სერია C-ში დააქვეითეს!

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სიცილიური "პალერმო" ქვეყნის რანგით მე-3 ლიგაში, სერია C-ში დაქვეითდა. ამის მიზეზი ფინანსური რეგულაციების დარღვევაა.

პალერმოელებს სეზონის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები რამდენჯერმე შეექმნათ, დეკემბერში კი მაურიციო ძამპარინიმ კლუბი სიმბოლურ თანხად გაყიდა, თუმცა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ საკონტროლო პაკეტი დაიბრუნა.

ფინანსური სამსახური ძამპარინის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს, რაც, როგორც ირკვევა, წლევანდელ სეზონში ინტენსიურად ხდებოდა. 

შედეგად, "პალერმო" სერია B-ს ფლეი-ოფიდან მოიკვეთა და მის ადგილს "პერუჯა" დაიკავებს, სიცილიელები კი მომდევნო სეზონიდან სერია C-ში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები