რონალდუმ 10 წლის ბიჭუნას ოცნება აუსრულა
Aa
Aa

რონალდუმ 10 წლის ბიჭუნას ოცნება აუსრულა

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბრიტანელ ბიჭუნას ოცნება აუსრულა. 10 წლის ჯოზეფს, რომელიც ბრისტოლშია დაბადებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

2013 წელს მას ტვინის სიმსივნე დაუდგინეს და რამდენიმე ურთულესი ოპერაციის გადატანა მოუწია. რონალდუ ჯოზეფის კუმირია და ამ უკანასკნელს პორტუგალიელთან შეხვედრა ძალიან უნდოდა.

10 წლის ბიჭუნას ოჯახმა კრიშტიანუსთან დასაკავშირებლად საქველმოქმედო Rays of Sunshine Children's Charity გამოიყენა. პორტუგალიელს დიდხანს არ უფიქრია. მან ჯოზეფი და მისი ოჯახი ტურინში მიიპატიჟა  და ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი დანიშნულების ადგილზე ჩასულიყვნენ.

რონალდუ ჯოზეფს და მის ოჯახს „იუვენტუსის“ სავარჯიშო ბაზასთან დახვდა. მათთან ერთად ფოტოები გადაიღო და შემდეგ ექსკლუზიური ტური მოუწყო.

მოგვიანებით ჯოზეფის დედამ მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა: „ჯოზეფმა არ იცოდა კრიშტიანუ რონალდუს რომ უნდა შეხვედროდა. საოცარი მომენტი იყო. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რა ბედნიერები ვართ! დიდი მადლობა რონალდუს! კრიშტიანუს ჩვენთან ყოფნა უხაროდა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები