უღირსი საქციელი ინგლისში
Aa
Aa

უღირსი საქციელი ინგლისში

ინგლისში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უღირსი გოლი გაიტანეს.

ლიგა ერთის ბოლო ტურში "პლიმუთი" "სქანთორპ იუნაიტედს" მასპინძლობდა.

მე-60 წუთზე  "პლიმუთის" მეკარემ ტრავმა მიიღო, მსაჯსაც ანიშნა და ბურთის მოედნის ფარგლებს გარეთ გადაგდება სცადა.

თუმცა მეთ მეისის გადაგდებული ბურთი "სქანთორპის" თავდამსხმელმა ჯოშ მორისმა აუტის ხაზს იქით არ გადაუშვა, გაისწორა ბურთი და "პლიმუთის" კარში გადაგზავნა.

ამას მასპინძელთა პროტესტი და მაყურებელთა სტვენა მოჰყვა, თუმცა, უშედეგოდ. მსაჯმა ბურთი ჩათვალა და ანგარიშიც 2:2 გახდა.

10 წუთში "პლიმუთმა" მაინც გაიტანა და მასპინძლებმა შეხვედრა მოიგეს - 3:2.  

აღსანიშნავია , რომ ორივე გუნდმა ლიგა ერთში დარჩენა ვერ მოახერხა და მომავალ სეზონში ასპარეზობას ლიგა ორში განაგრძობენ

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები