სალაჰმა შესაძლოა
Aa
Aa

სალაჰმა შესაძლოა "ბარსელონასთან" იუქმოს

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა სუპერვარსკლავმა, მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა „ბარსელონასთან“ განმეორებითი მატჩი გამოტოვოს. „მერსისაიდელები“ „კამპ ნოუზე“ სამბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ და „ენფილდზე“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ.

სალაჰმა ტრავმა „ნიუკასლის“ მეკარე მარტინ დუბრავკასთან საჰაერო ორთაბრძოლისას მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მოჰამედს გამოკვლევები ჩაუტარდა და თუ 26 წლის ფეხბურთელს ტვინის შერყევა დაუდგინდა, რისი შანსიც არც თუ ისე მცირეა, გუნდს ვერ დაეხმარება.

სალაჰის დაზიანების შესახებ ბრიტანელ ჟურნალისტებთან „წითლების“ თავკაცმა, იურგენ კლოპმაც, ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად გერმანელი სპეციალისტი იმედიანადაა განწყობილი: „მატჩის შემდეგ მო თავს მშვენივრად გრძნობდა. სალაჰს გასახდელში გავესაუბრე და ვფიქრობ ყველაფერი კარგადაა. დაზუსტებით არაფრის თქმა შემიძლია და რა თქმა უნდა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც გამოკვლევების პასუხები გახდება ცნობილი“.

„ლივერპულს“ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები აწუხებს. იურგენ კლოპის თქმით „ბლაუგრანასთან“ ჯახში მის გუნდს ფონს გასვლა ბრაზილიელი ცენტრფორვარდის, რობერტო ფირმინოს, გარეშე მოუწევს, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები