კოკუ: ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ
Aa
Aa

კოკუ: ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ

მიუხედავად იმისა, რომ „პსვ ეინდჰოვენი“ „ჩემპიონთა ლიგას“ გამოეთიშა, ჰოლანდიელთა მთავარი მწვრთნელი, ფილიპ კოკუ გუშინდელ შეხვედრაში საკუთარი გუნდის ასპარეზობით მაინც კმაყოფილი დარჩა.

„ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით დიდ წარმატებასთან. თამაშის ყველა ასპექტში კარგად ვმოქმედებდით, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. კარგი მომენტი გვქონდა, როდესაც ლოკადიამ ბურთი ძელს გაარტყა. „ატლეტიკომ" ვერ შექმნა ბევრი მომენტი თუ გრიზმანის ეპიზოდს არ ჩავთვლით. ორივე გუნდმა ძალიან ორგანიზებულად ითამაშა. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან სამწუხაროა, რომ იერუნ ზუტმა ვერ დაიჭირა ბურთი საულის დარტყმის შემდეგ“ – განაცხადა ფილიპ კოკუმ.

შეგახსენებთ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში ჰოლანდიელებმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსეული ბრძლა გაუმართეს და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც უფრო მეტად ესპანელებს გაუმართლათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები