NBA-ის ყოფილ მოთამაშეს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება
Aa
Aa

NBA-ის ყოფილ მოთამაშეს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

NBA-ის ყოფილი კალათბურთელი, სებასტიან ტელფეარი შესაძლოა გისოსებს მიღმა 15 წლით გამოკეტონ. ამერიკელი მოთამაშე, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 12 სეზონი გაატარა, 2017 წლის ივნისში დააკავეს. ბრუკლინში ყოფნისას სებასტიანი საგზაო პატრულმა გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად 3 პისტოლეტი, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი, ათობით ტყვია და მარიხუანა აღმოაჩინეს.

ტელფეარმა დანაშაული არ აღიარა და მისი პროცესი თვეების განმავლობაში გაიწელა. ადგილობივი გამოცემების ცნობით სასამართლომ განაჩენი გუშინ გამოიტანა და 33 წლის კალათბურთელი დამნაშავედ სცნო.

TMZ Sport-ის მიხედვით მიმდინარე წლის ივნისში კიდევ ერთი სხდომა გაიმართება და გაირკვევა რა სახის სასჯელს მიიღებს ტელფეარი. გავრცელებული ინფორმაციით პროკურორები 15 წლიან პატიმრობას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა სებასტიანი პრობლემებში ეხვევა. 2007 წელს მას ავტომობილის ჩხრეკის შედეგად დატენილი იარაღი აღმოუჩინეს. მაშინ 33 წლის კალათბურთელს გისოსებს მიღმა დრო არ გაუტარებია და მხოლოდ სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები