Aa
Aa

"რეალმა" ბეილის გაშვება გადაწყვიტა! უკან "ტოტენჰემში", თუ...

მადრიდის „რეალმა“ გარეტბეილის გაშვება გადაწყვიტა და როგორც ჩანს, ამჯერად ეს ნამდვილად მოხდება.

ზიდანს სხვა გეგმები აქვს და გუნდის შენებას ახალ მოთამაშეებზე გეგმავს. მადრიდის დატოვება ბევრს მოუწევს.

Marca-ს ინფორმაციით, „რეალი“ ბეილის იჯარის წესით გაშვებას განიხილავს, რაც საბოლოოდ გამოსყიდვის უფლებით დასრულდება.

სწორედ მსგავსი შეთანხმებით გაუშვა კლუბმა ხამეს როდრიგესიც, რომელიც ამჟამადა „ბაიერნში“ ასპარეზობს და მიუნხენელებს მისი გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ.

წყაროს ცნობით, ბეილის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი მის ყოფილ გუნდს „ტოტენჰემს“ აქვს.

არის ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარიანტიც. „მანკუნიანელები“ უელსელ გარემარბს უკვე 3 წელია ელოდებიან და მისი შეძენის დიდი სურვილიც აქვთ.

ბეილის გადაბირება ვან გაალსაც სურდა, მის შემდეგ კი იგივე გეგმა ჟოზე მოურინიოსაც ჰქონდა, თუმცა უელსელმა მადრიდის დატოვების გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო.

ესპანური პრესა ამჯერად ყველაფერს დასრულებულად მიიჩნევს. დიდი ალბათობით, ბეილი პრემიერლიგას დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები