Aa
Aa

სულშერის წერილი რაშფორდმა საჯარიმოში დაკარგა, რომელიც საბოლოოდ ტერ შტეგენმა წაიკითხა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ ისტორიული მარცხი იწვნია.

„მანკუნიანელები“ ევროტურნირებზე პლეი-ოფის სტადიაზე ისტორიაში პირველად 4 ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

„კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრაში ერთი სახალისო მომენტი დაფიქსირდა. კერძოდ, ოლე გუნარ სულშერმა მარკუს რაშფორდს თამაშის დროს პატარა ქაღალდით წერილი გაუგზავნა, რომელიც ინგლისელმა ფორვარდმა მიიღო, თუმცა პიკესთან ორთაბრძოლის დროს ის დაუვარდა.

საბოლოოდ წერილი ტერ შტეგენმა აიღო და ნახა, რომ სულშერი გუნდს 4-3-3-დან 4-4-2 სქემაზე გადასვლას ავალებდა.

ხსენებულ ვიდეოს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში „ბარსამ“ 4:0 გაიმარჯვა და ნახევარფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 1 მაისს „კამპ ნოუზე“ შედგება, განამეორებითი კი 7-ში „ენფილდზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები