ლიპი: ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი
Aa
Aa

ლიპი: ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი აცხადებს, რომ მისთვის „სამეფო გუნდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მისვლა სიურპრიზი იყო.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი და ვიფიქრებდი, რომ ზიდანი მწვრთნელი გახდებოდა. ზოგიერთ ფეხბურეთელს, რომელთაც უთამაშიათ ჩემს გუნდებში, ეტყობოდათ, რომ სამწვრთნელო სკამი იზიდავდათ. მაგალითად, დიდიე დეშამი. ზიდანი კი ნამდვილად არ იყო ასეთი მოთამაშე. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ზიდანს შეუძლია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარმატებით მუშაობა. ის ძალიან კარგად იცნობს უმაღლესი კლასის ფეხბურთელთა ფსიქოლოგიას. იცის როგორ გაესაუბროს მათ როგორც მარცხის, ისე მოგების შემდეგ. ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა ზინედინის შეფასება. ის გუნდში სეზონის შუაწელს მივიდა, რაც ყოველთვის რთულია. მას სჭირდება წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი, რათა სრულფასოვნად მიიტანოს საკუთარი იდეები ფეხბურთელებამდე“ – განაცხადა ლიპიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები