ელიზბარ ოდიკაძე 1/2 ფინალში დამარცხდა
Aa
Aa

ელიზბარ ოდიკაძე 1/2 ფინალში დამარცხდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 97 წონით კატეგორიაში, ელიზბარ ოდიკაძემ ნახევარფინალური შეხვედრა ბელარუსი ალიაკსანდრ ჰუსტინის წინააღმდეგ გამართა.

ოდიკაძე გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც პოლონელ მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო, რასაც 1/8 ფინალში - ბულგარელი ნიკოლაი ჩტერევის, ხოლო 1/4 ფინალში, თურქი ფატიჰ იასარლის დამარცხება მოჰყვა.

ოდიკაძემ ჰუსტინის წინააღმდეგ ძალიან დასანანი მარცხი განიცადა. ბელარუსმა სპორტსმენმა გადამწყვეტი ქულა შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე მოიპოვა და ფინალში გავიდა.

ბუქარესტულ ხალიჩაზე ასევე დღეს იასპარეზეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ოთარ გოგავამ, ზურა იაკობაშვილმა და ნიკა კენჭაძემ, თუმცა წარმატებას ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. 

ხვალ გათამაშებაში კიდევ 5 ქართველი ფალავანი ჩაერთვება: ბექა ლომთაძე, ავთანდილ კენჭაძე, სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური და გენო პეტრიაშვილი.

ცხელი ამბები