ვარსკვლავები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ
10 ივნისს, პარიზში, ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელზეც ტურნირის ისტორიაში პირველად 24 გუნდი ითამაშებს. მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, კონტინტენტის ყველა ვარსკვლავი ამ დიდ ფორმუზე მაინც ვერ მოხვდა.
მაგალითად: “რომას” ბოსნიელი ლეგიონერები, მირალემ პიანიჩი და ედინ ჯეკო გადამწყვეტ შეხვედრებში ირლანდიასთან დამარცხდნენ და ევროზე თამაშის შანსი ქარს გაატანეს. ბუნებრივია, რომ ტურნირზე ვერც მათი თანამემამულე, მეკარე ასმირ ბეგოვიჩი ითამაშებს.
ფრანგულ ევროს გამოტოვებს რობინ ვან პერსისა და არიენ რობენის ბრწყინვალე ჰოლანდიური თაობა.
ევროპირველობის მიღმა დარჩნენ სერბეთი და მონტენეგრო, რაც იმას ნიშანვს, რომ ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ ივანოვიჩს, მატიჩსა და იოვეტიჩს.
ზაფხულის მთავარ საფეხბურთო მოვლენას გამოტოვებს სლოვენიელი კიპერი სამირ ჰანდანოვიჩიც.