Aa
Aa

ნეიმარი ვარჯიშს დღეს განაახლებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესს დღეიდან განაახლებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა საიტმა განცხადება გაავრცელა.

პსჟ-ს წერილობით ცნობაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო შტაბმა ნეიმარს მოედანზე დაბრუნების ნება დართო, თუმცა მას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად დააკვირდება. ეს კი, ნიშნავს, რომ 27 წლის შემტევს ოფიციალურ მატჩებში დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებამდე არ უნდა ველოდოთ.

ამაზე ტომას ტუხელმაც მიანიშნა, რომლის თქმითაც, ნეიმარის დაბრუნება ჯერ ადრეა და კლუბის გულშემატკივრებს მოთმინება მართებთ.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა „სტრასბურთან“ სათასო მატჩისას მიიღო და მას შემდეგ იძულებითი უქმობა უწევს.

დღეს, პარიზელები საფრანგეთის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრას გამართავენ და საკუთარ მოედანზე „ნანტს“ მიიღებენ. მეორე ნახევარფინალში „რენმა“ „ლიონი“ დაამარცხა და დღევანდელ მატჩში გამარჯვებულს ფინალში ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები