კობიაშვილის ბრწყინვალე გოლი და ცივი იარაღი მოედანზე
Aa
Aa

კობიაშვილის ბრწყინვალე გოლი და ცივი იარაღი მოედანზე

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა პირველი დაპირისპირება ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში შედგა. ეს მატჩი რამდენიმე მიზეზითაა დასამახსოვრებელი. ლევან კობიაშვილმა შეი გივენს ბრწყინვალე გოლი გაუტანა, ტრიბუნებიდან მოედანზე კევინ კილბეინის მისამართით დანა ისროლეს და მატჩის მიწურულს გარი დოჰერტიმ თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.


 

დემიენ დაფი და ალექსანდრე ამისულაშვილი ''მიხეილ მესხზე''

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე და ირლანდიელი მარკ კინსელა

''ტოტენჰემის'' მცველი გარი დოჰერტი კლუბში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი ფორვარდის პოზიციაზე უწევდა თამაში

ირლანდიელები ''მიხეილ მესხზე'' დოჰერტის გოლს ზეიმობენ

ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში, 19 მარტს საქართველო ირლანდიასთან 1:2 დამარცხდა. ''მიხეილ მესხზე'' მატჩს 15 000 ქომაგი დაესწრო. მატჩის არბიტრი ცნობილი ბერძენი მსაჯი კიროს ვასარასი იყო. ანგარიში დაფიმ გახსნა, კობიაშვილმა გაათანაბრა და დოჰერტიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ირლანდიასთან ჩაატარა.

საქართველო: გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია (გიორგი დემეტრაძე 46), გიორგი ქინქლაძე (გივი დიდავა 72), ალექსანდრე იაშვილი
მთავარი მწვრთნელი: 
ალექსანდრე ჩივაძე
ირლანდია:
 შეი გივენი, ჯონ ო'შეი, გარი ბრინი, გარი დოჰერტი, სტივენ კერი, კენი კანინგემი (კაპ), კევინ კილბეინი, მარკ კინსელა, ლი კერსლი, მეტ ჰოლანდი, დემიენ დაფი
მთავარი მწვრთნელი:
 ბრაიან კერი
გაფრთხილება: 
გარი დოჰერტი, ოთარ ხიზანეიშვილი
მთავარი მსაჯი:
 კიროს ვასარასი

საერთო ჯამში საქართველომ ირლანდიასთან შესარჩევ ციკლში 8 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის 2 სექტემბერს არ დამარცხდა, როცა დაფის გოლს ვაკო ყაზაიშვილის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა და თბილისური შეხვედრა 1:1 დასრულდა. დანარჩენ 7 შეხვედრაში გამარჯვება ირლანდიას დარჩა.

გარდა 8 ოფიციალური მატჩისა გუნდებმა ერთი ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს, 2013 წლის 2 ივნისს ჯოვანი ტრაპატონის გაწვრთნილმა ირლანდიამ ქეცბაიას გუნდს ''ავივაზე'' 4:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები