Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

საკრამენტო - ბრუკლინი 121 -123

კალათბურთი გამორჩეული სპორტია და ეს „საკრამენტოსა“ და „ბრუკლინის შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ნეთსის“ კალათბურთელები მთელი შეხვედრის მანძილზე აგებდნენ და ერთ მომენტში მეტოქეს 28 ქულით ჩამორჩებოდნენ.

„საკრამენტო“ გადამწყვეტი მეოთხედის წინ 25 ქულიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხა და „ბრუკლინმა“ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა.

„ნეთსის“ სასწაულის მთავარი შემოქმედი დეანჯელო რასელი გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 44 ქულით დაასრულა და მეოთხე მეოთხედში 27! ქულა მიითვალა. გამარჯვების მომტანი სროლა ჰოლის-ჯეფერსონმა ჩააგდო და პლუს ამას აქტივში 14 ქულა ჩაიწერა. ჯარეტ ალენი კი 13 ქულას დასჯერდა.

„საკრამენტოს“ მხრიდან 27 ქულით დეაარონ ფოქსი გამოირჩა, მარვინ ბეგლიმ აქტივში 28 ქულა ჩაიწერა, ჰარისონ ბარნსმა კი 17 ქულა დააგროვა.

მინესოტა - გოლდენ სტეიტი 107 – 117

„გოლდენ სტეიტმა“ წარუმატებელი სერია „მინესოტასთან“ შეწყვიტა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

NBA-ის მოქმედი ჩემპიონის წარმატებაში დიდი წვლილი სტეფ კარიმ შეიტანა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. კლეი ტომპსონმა 28 ქულა დააგროვა. კევინ დურანტმა კი შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

„მინესოტას“ 26 ქულით კარლ ენტონი თაუნსმა ულიდერა. ენდრიუ უიგინსი 20 ქულას დასჯერდა. ჯოშ ოკოგიმ კი 19 ქულა დააგროვა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტი - ფილადელფია 114 – 118

ატლანტა - ჰიუსტონი 105 – 121

მილუოკი - ლეიკერსი 115 – 101

კლიპერსი - ინდიანა 115 - 109

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები