Aa
Aa

"გინდ დაიჯერეთ გინდ არა" - კოშტას რონალდუ ეგოისტი მოთამაშე ეგონა, თუმცა...

კრიშტიანუ რონალდუს ბრაზილიელმა თანაგუნდელმა დუგლას კოშტამ პრესასთან პორტუგალიელის შესახებ ისაუბრა.

კოშტამ არ დამალა, რომ კრიშტიანუს შეძენის დროს ის მისით არც ისე მოხიბლული იყო და ბევრ რამეს ეჭვის თვალით უყურებდა

კოშტა ეჭვობდა, რომ რონალდუ ეგოისტი მოთამაშე იყო, რომლისთვისაც პრიორიტეტული მისი თავი იყო, თუმცა ბრაზილიელის შეხედულება მალევე შეიცვალა.

"გინდ დაიჯერეთ გინდ არა, როდესაც რონალდუს შეძენაზე იყო საუბარი მე ვიკითხე რა მოხდებოდა გასახდელში მისი მოსვლის შემდეგ.

ჩვენ ყველას ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და მხარში უნდა ვედგეთ, რადგან გუნდში ადგილს ყველა ეძებს. რონალდუმ ეს მალევე მოახერხა, მან ყველა დააჯერა და დაარწმუნა.

ის უბრალო, შრომისმოყვარე ბიჭია, რომელსაც გამარჯვება უყვარს. "იუვენტუსი" ეძებდა მოთამაშეს, რომელსაც ასეთი მენტალიტეტი ექნებოდა. რონალდუმ გუნდს ბევრი რამ მისცა.

როცა ის გუნდში გადმოვიდა, ვიკითხე - მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე შევიძინეთ? მართლა ასეა?

მისი მოსვლის დღიდანვე გუნდი ძალიან ბევრ ასპექტში გაუმჯობესდა.

მას გოლები ყოველ კვირა გააქვს. ტრიბუნებზე გაცილებით მეტი ქომაგი დადის. იმედი გვაქვს, რომ რონალდუსთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ.

ის მუდმივად მოქმედებს და წინ მიიწევს, შრომისმოყვარეა და მუდამ ჩვენს გვერდით არის".

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით რონალდუს ანგარიშზე უკვე 24 გოლია.

ასევე იხილეთ - ვაისი: ''კვერკველიას ინგლისში თამაშისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები