ვაისი: ''კვერკველიას ინგლისში თამაშისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს''
Aa
Aa

ვაისი: ''კვერკველიას ინგლისში თამაშისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რუსულ მედიას ანანიძის, კვერკველიასა და ოქრიაშვილის შესახებ ესაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის თქმით სოლომონ კვერკველიას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ''ნისლიან ალბიონზე'' წარმატებულად ითამაშოს.

ვაისი: ''ვიცი რომ კვერკველიას შეძენა ''ლესტერს'' სურდა. ინგლისის პრემიერლიგასა თუ ლა ლიგაში თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებიც რუსეთში ასპარეზობაზე ოცნებობენ. მათ შორისაა კვერკველია. მან რთული პერიოდი გამოიარა, ყაზანის ''რუბინში'' ყოფნისას თამაში არ უწევდა, შემდეგ კარიერა ''ლოკომოტივში'' გააგრძელა. ჩემი აზრით გასულ სეზონში კვერკველია რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მცველი იყო.

მისი თქმით ''ლოკომოტივი'' ახალი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდა. რაც შეეხება ''ლესტერის'' წინადადებას, ვფიქრობ ეს ფაქტი მისთვის კარგი რეკლამაა.

მას ყველა თვისება აქვს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებულად ითამაშოს. აღნაგობიდან გამომდინარე მას კარგი სისწრაფე აქვს. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვერკველიამ ბეილის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა.''

ვაისმა ანანიძის შესახებ ისაუბრა: ''კრილია სოვეტოვის'' მთავარი მწვრთნელი ჩემი მეგობარია. მან ანანიძის შესაძლებლობები კარგად იცის. იმედი მაქვს ჯანოს მუდმივი სათამაშო დრო ექნება, რაც ეროვნული გუნდისთვისაც ძალინ კარგია.''

სლოვაკი სპეციალისტის თქმით თორნიკე ოქრიაშვილმა მძიმე ტრავმები გადაიტანა, რის შემდეგაც გუნდის პოვნა საკმაოდ რთულია: ''მას შეუძლია რუსეთის წამყვან კლუბებში ითამაშოს. ის მოუხდებოდა ესპანეთის ჩემპიონატს, თუმცა მძიმე ტრავმების შემდეგ გუნდის პოვნა არც ისე ადვილია.''

მთავარი ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები