Aa
Aa

კიდევ ერთხელ - მატჩის MVP! ბითაძემ ყოფილ გუნდს 22 ქულა ჩაუგდო

ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდს "მეგა ბიმაქსს" ესტუმრა და 77:70 დაამარცხა.

გოგამ პარკეტზე 27:10 წუთი დაჰყო და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ კარგადაც გაისარჯა - 22 ქულა და 8 მოხსნა.

ქართველი კალათბურთელი პარკეტზე ყველაზე ეფექტური იყო და ჩვეულ სტილში ლამაზი ჩატენვებითაც გამოირჩა.

საბოლოოდ ბითაძე მატჩის MVP გახდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 იყო.

"ბუდუჩნოსტის" ამ გამარჯვების შემდეგ 15 მოგება აქვს და 36 ქულით ადრიატიკის ლიგაში მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას "ციბონას" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები