მხოლოდ ესპანეთში - VAR-ის ოთახში არავინ იყო
Aa
Aa

მხოლოდ ესპანეთში - VAR-ის ოთახში არავინ იყო

ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალიადოლიდს“ სტუმრად 4:1 სძლია და მოგების გემო გაიხსენა.

სანტიაგო სოლარის გუნდმა შეხვედრა არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო და მასპინძლებს წინ გასვლის საშუალება მისცა.

სწორედ ხსენებულ საწყის წუთებში დაფიქსირდა კურიოზი, რომელიც ევროპული პრესის განხილვის საგნად იქცა. მე-14 წუთზე „ვალიადოლიდის“ ფორვარდმა სერხი გუარდიოლამ თავისიანები დააწინაურა, თუმცა მსაჯმა მომენტის ვიდეო რეფერის საშუალებით გადამოწმება გადაწყვიტა.

როდესაც ოპერატორმა VAR-ის ოთახი ანახა იქ არავინ იჯდა, რაც ძალიან უცნაური იყო. ასეთ რამეს მხოლოდ ესპანეთში თუ ვნახავდით.

 

საბოლოოდ გუარდიოლას გოლი გაუქმდა. შეხვედრის შემდეგ კი ოფიციალური განცხადება გაკეთდა და ასეთი გაუგებრობის გამო ბოდიშიც მოიხადეს.

როგორც ცნობილი გახდა, მათ მხოლოდ ოთახი შეეშალათ. სულ VAR-ის ორი ოთახია და კამერამ შეცდომით მეორე ცარიელი აჩვენა.

ცალკე თემაა თუ რამდენად მართალია ეს ყველაფერი და რა ხდებოდა რეალურად. ზოგადად ესპანელი მსაჯებისგან არაფერია გამორიცხული.

ასევე იხილეთ - "მოემზადეთ „ქამბექისთვის“! - რონალდუ "იუვეს" ტიფოზებს მიმართავს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები