Aa
Aa

"მოემზადეთ „ქამბექისთვის“! - რონალდუ "იუვეს" ტიფოზებს მიმართავს

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა და ამიერიდან სრული ყურადღება „ატლეტიკოსთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე გადაიტანა. „ბებერმა ქალბატონმა“ ესპანეთში გამართული მატჩი 0:2 დათმო, საპასუხო თამაშის წინ კი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

„ბიანკონერის“ წევრებსა და გულშემატკივრებს კრიშტიანუ რონალდუ მიმართავს და მათ სთხოვს, რომ პოზიტიური განწყობა შეიქმნან და წარმატების სჯეროდეთ.

„მოდით, სამშაბათი საღამოს შესახებ პოზიტიურად ვიფიქროთ, მოდით, წარმატების გვჯეროდეს. „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ „ქამბექი“ შესაძლებელია, თუმცა თქვენი, გულშემატკივრების დახმარება და სტადიონზე დადებითი განწყობა გვჭირდება. ყველაფერი ერთად და ყველა ერთად!

თქვენ უნდა დაგვეხმაროთ, რათა ფეხბურთელებმა საკუთარი საქმის შესრულება და გოლების გატანა შევძლოთ. უნდა მოვიგოთ და ამას ტიფოზების მხარდაჭერის გარეშე ვერ გავაკეთებთ.

უღრმესი მადლობა. მოემზადეთ „ქამბექისთვის“!

„იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 სეზონში მადრიდის „რეალთან“ წააგო, „როხიბლანკოს“ კი იტალიურ კლუბებთან შესანიშნავი სტატისტიკა აქვს და ბოლო 10 მატჩია არ დამარცხებულა.

„იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი სამშაბათს, 12 მარტს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. შეხვედრას გამოცდილი ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი განსჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები