Aa
Aa

მოულოდნელი მარცხი 97-ე ჩოგანთან - ბასილაშვილი ინდიან უელსს ემშვიდობება

ინდიან უელსის 1/32 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 97-ე ჩოგანთან მოულოდნელი მარცხი იწვნია და ტურნირს გამოეთიშა.

ბასილაშვილი პრაინეშ გუნესვარანთან სამ სეტში 4:6, 7:6, 6:7 დამარცხდა.

გამარჯვების შემთხვევაში ნიკა 45 სარეიტინგო ქულას მიიღებდა და პლუს ამას 47 170 ათას დოლარსაც.

მომდევნო წრეში ბასილაშვილის მძლეველი პრაინეში ივო კარლოვიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც დუბაიში ნიკას გამომგდები ბორნა ჩორიჩი დაამარცხა.

აშკარაა რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ეტაპზე თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება, თუმცა ეს მხოლოდ სეზონის სტარტია და ქართველ ჩოგბურთელს ფორმის აღსადგენად საკმაოდ დიდი დრო აქვს.

ასევე იხილეთ - ფედერერი ბასილაშვილს აქებს: "მისმა ძალამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები