ყველაფერი, რაც გასულ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გასულ "ელ კლასიკოში" გამოგრჩათ

2018-2019 წლების სეზონი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში უდაოდ შევა და ამის მიზეზი "ელ კლასიკო" გახლავთ, რომელიც "ბარსამ" და "რეალმა" წელს 4-ჯერ ითამაშეს.

2 მარტს გამართული "კლასიკოს" შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა ცოდნაც ფეხბურთის ქომაგებისთვის აუცილებელია.

გთავაზობთ ფაქტებსა და სახალისო ეპიზოდებს გასული შეხვედრის შემდეგ. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ზედიზედ ორი - ისტორიაში პირველად

"რეალმა" და "ბარსამ" ბოლო ორი მატჩი ერთმანეთში ჩაატარეს და ორივე შემთხვევაში შეხვედრა მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა.

ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, რომ "ელ კლასიკო" ორჯერ მიჯრით ერთი გუნდის მოედანზე ჩატარდა.

ეს აღსანიშნავი და დასამახსოვრებელი ფაქტი "ბლაუგრანას" ქომაგებისთვის გაცილებით სასიამოვნოა, რადგან კატალონიელებმა ჯამში 4:0 მოიგეს.

პლუს ამას, "რეალს" ერთ გუნდთან ზედიზედ ორჯერ საკუთარ მოედანზე აქამდე არასდროს წაუგია.

მესის ერა

სანამ საფეხბურთო სამყარო ლეო მესის გაიცნობდა, იქამდე "ელ კლასიკოს" ისტორიაში მადრიდის "რეალი" დომინირებდა.

ლეოს გამოჩენამდე "რეალი" "ბარსას" 87-66-ს ამარცხებდა. არგენტინელის გამოჩენიდან დღეის ჩათვლით კი ასეთი მდგომარეობაა - "ბარსელონა" 96-95 "რეალი".

მიუხედავად იმისა, რომ ეს საჭირო არ არის, ციფრები მაინც ყველაფერზე მეტყველებენ.

"ბარსა" მხოლოდ მესი არ არის

ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ "ბარსამ" და "რეალმა" ერთ სეზონში ერთმანეთში 4-ჯერ ითამაშეს.

3 შეხვედრა კატალონიელებმა მოიგეს, 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება მადრიდელებისთვის კატასტროფულია - 2-10-ზე.

"ბარსას" დომინირება აშკარაა, თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტი. ასეთი უპირატესობისა და სხვაობის დროს ამ 10 ბურთიდან მესის ანგარიშზე 0 გოლია. ლეოს საგოლე გადაცემაც კი არ შეუსრულებია და ზოგადად, რაც არგენტინელს ახასიათებს, ის აფეთქბები და დრიბლინგები - ამ 4 შეხვედრაში მსგავსი არაფერი ყოფილა.

ვალვერდეს გუნდი "რეალს" მესის განსაკუთრებული უნარების გარეშეც უსწორდება.

"ბარსელონა" ისტორიაში პირველი გუნდია, ვინც...

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედოზედ ორი გამარჯვების შემდეგ "ბარსა" ისტორიაში გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ლა ლიგის ეგიდით "რეალი" მადრიდში ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა.

რამოსის ანტირეკორდი

"რეალის" ისტორიაში რამოსი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 20 "ელ კლასიკოს" წაგება მოახერხა.

სერხი რობერტოს მნიშვნელოვანი როლი

27 წლის უნივერსალმა ესპანელმა ივან რაკიტიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რაც "ელ კლასიკოებში" მისთვის მე-6 "ასისტი" გამოდგა. საუბარია ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებზე.

ამ მაჩვენებლით სერხი რობერტო ლეგენდარულ ჩავის გაუთანაბრდა, რომელმაც 2009 წელს "რეალთან" 6:2 მოგებულ შეხვედრაში 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, რაც დღემდე რეკორდია.

"კლასიკოებში" გოლების მსგავსად, საგოლე გადაცემებშიც ლეო მესი ლიდერობს, რომელმაც თანაგუნდელებს 9-ჯერ გაატანინა.

რამოსი გაძევებას გადაურჩა

მადრიდელთა კაპიტანმა ბოლო "კლასიკოც" ტრადიციულად ყვითელი ბარათით დაასრულა, თუმცა მსაჯს შეიძლება ის გაძევებინა კიდეც.

ორ ეპიზოდში რამოსმა წესები აშკარად განზრახ დაარღვია და ყვითელ-წითელ ბარათებს გადაურჩა.

 

უცნაური მეურვეობა სტანდარტის დროს - პიკე და სერხი რობერტო  რეგილონის წინააღმდეგ

შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი - მესი რამოსის წინააღმდეგ

ასევე იხილეთ - როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები