Aa
Aa

როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო!

დუბაიში მიმდინარე 500-იანი ტურნირის გამარჯვებული 37 წლის შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი გახდა.

2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში დამარცხების შემდეგ ფედერერმა ციციპასთან რევანში აიღო. ფინალში "მხიარულმა როჯერმა" ბერძენი ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა და კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო.

შეხვედრა 1 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა და ფედერერმა ორმაგი შეცდომის გარეშე ითამაშა. ორივე ბრეკპოინტი გამოიყენა და ციციპასს შანსი არ დაუტოვა.

კლასში სხვაობა უსაზღვროდ დიდი იყო და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ.

ფედერერის 100 ტიტული ერთ ვიდეოში

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები