უცნაური შემთხვევა შოტლანდიის ლიგა ერთში
გუშინ „სტრანრარისა“ და „სტენჰაუზმურის“ მატჩზე მისულმა მაყურებელმა საკმაოდ უჩვეული ფაქტი იხილა. შეხვედრის მეცხრე წუთზე ერთ-ერთმა გვერდითმა არბიტრმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო და იძულებული გახდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარი ეთქვა.
ამის გამო მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. მასპინძელმა გუნდმა კი მისი შემცვლელის პოვნა ვერ მოახერხა. შეხვედრა ჩაშლის პირას იყო მისული, როცა ლაინსმენის ფუნქციების აღების ინიციატივით ტრიბუნებზე მყოფი ქომაგი გამოვიდა.
კიერანი შოტლანდიის ქვედა დივიზიონებში მსაჯობს იგი „სტრანრარისა“ და „სტენჰაუზმურის“ დაპირისპირებას გულშემატკივრის სტატუსით ესწრებოდა და ტრავმირებული არბიტრი სწორედ მან ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები მას 11 წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ. მიზეზი კი ის იყო, რომ კიერანი ტანსაცმელს იცვლიდა და ლაინსმენის ფორმის მორგების პროცესში გახლდათ.
საბოლოოდ მატჩი ფრედ, 1-1, დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის დამატებულ მეშვიდე წუთზე გახსნეს, მასპინძლებმა კი ხუთი წუთის შემდეგ (45+12-ზე) გაათანაბრეს.
ასევე იხილეთ - კალაძე ბრაზილიელ რონალდოზე, პიონტეკსა და მარიხუანაზე