სოლსკიაერი:
Aa
Aa

სოლსკიაერი: "სანჩესი კეტჩუპივით არის - უჭერთ მაგრამ არ გადმოდის, შემდეგ კი უცებ..."

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ალექსის სანჩესის შესახებ ისაუბრა.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა ჩილელი ფორვარდი არც მეტი არც ნაკლები კეტჩუპს შეადარა.

ხომ იცით ეს როგორც ხდება. კეტჩუპის გადმოსხმა გსურთ, უჭერთ მაგრამ არ გადმოდის, შემდეგ კი უცებ დიდი რაოდენობით გადმოიღვრება. სანჩესი სწორედ ასეთი მოთამაშეა. ის ძალიან კარგი და ნიჭიერია.

არის რაღაც თემები, რაზეც უნდა დაჯდეთ, ისაუბროთ და გეგმები დაალაგოთ. თუ ალექსისი თავის პრობლემებს მოაგვარებს, დარწმუნებული ვარ ის თავდაჯერებასა და თვითრწმენას დაიბრუნებს.

ის 30 წლის არის და კიდევ ბევრს ითამაშებს. როცა მე გუნდში მოვედი, სანჩესმა ტრავმა მალევე მიიღო, ამიტომ ახლა მისგან საუკეთესო თამაშს არ ველი და ჯერ ამას ვერც მოვითხოვ.

მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე ჩვენ სანჩესის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ“.

სოლსკიაერმა ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-სთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"ამ შეხვედრაში ჩვენს დონეზე ვერ ვითამაშეთ, ეს იმ მატჩებთან შედარებით რაც გავმართეთ, უფრო მაღალი დონის შეხვედრა იყო. ჩვენ ამ მატჩამდე შესანიშნავი ფორმით მოვედით და რა თქმა უნდა ამ თამაშმაც ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია. „პსჟ“ მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, სწორედ ამიტომ ითვლებიან ისინი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად.“

ასევე იხილეთ - ნემსაძის პასუხი რუსებს: "მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები