მერებაშვილის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია
Aa
Aa

მერებაშვილის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

პოლონეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში ''იაგიელონიამ'' შინ პლოცკის ''ვისლა'' 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე შეაგდეს.

''ვისლას'' სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მერებაშვილმა იასპარეზა, თუმცა ტრავმის გამო მოედანი 39-ე წუთზე დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ კუნთის ტრავმის გამო ''ვისლას'' რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება. 32 წლის ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს ორიდან სამ კვირამდე გამოტოვებს.

თბილისის ''დინამოსა'' და სერბული ''ვოივოდინას'' ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ''ვისლას'' მაისურით პოლონეთის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. მერებაშვილი პოლონურ კლუბში მესამე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში ''ვისლა'' ევროსაგზურისთვის იბრძოდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 16-გუნდიან ჩემპიონატში 20 ქულით მე-15 ადგილზეა.

ფოტო: wisla-plock.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები