ვის გულშემატკივრობს ბიონსე? პასუხი გაგაოცებთ!
„სანდერლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა, სემ ელარდაისმა კლუბის გულშემატკივრებს ბიონსეს კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენისკენ მოუწოდა, რომელიც მისი ინფორმაციით „სანდერლენდის“ გულშემატკივარია.
„არ დაგავიწყდეთ, რომ ბიონსეს კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდოთ, რომელიც 28 ივნისს ჩვენს სტადიონზე გაიმართება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ იგი „სანდერლენდს“ გულშემატკივრობს“ - დაწერა ელარდაისმა საკუთარ „Twitter“-ზე.
შეგახსენებთ, რომ „პრემიერლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში „სანდერლედს“ 23 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციას იკავებს.