Aa
Aa

შენგელია როგორც ჯონ სნოუ - "ბასკონიას" ორიგინალური ვიდეო

როგორც მოგეხსენებათ, „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია კვლავ ტრავმირებულია და თავის გუნდს ვერ ეხმარება.

ვიტორიელები კოპა დელ რეის ¼-ფინალში „ჟუვენტუდს“ დაუპირისპირდებიან და მუხლის ტრავმის გამო თოკო ბუნებრივია ვერ ითამაშებს.

„ბასკონიამ“ ამ შეხვედრის წინ ქომაგებისთვის საინტერესო ვიდეო გადაიღო, რომელიც ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ სტილშია გაკეთებული.

ხსენებულ რეკლამაში შენგელიას სერიალის მთავარი პერსონაჟის ჯონ სნოუს როლი აქვს მორგებული, რომელიც ხიდზე თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს ხვდება და გადასცემს ბურთს, რომლითაც „ბასკონიამ“ სამეფო თასზე გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს.

კაპიტანი გუნდს მენტალურად ამხნევებს - ხსენებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პ.ს. კინოგურმანები ადვილად მიხვდებიან, რომ ვიდეოს თან სდევს მუსიკა, რომელიც ასევე პოპულარული სერიალიდან „ვიკინგებიდან“ არის. ვიტორიელებს, ან შეცდომა გაეპარათ, ან უბრალოდ ზედმეტად ორიგინალურობა მოინდომეს...

ასევე იხილეთ - გოგა ბითაძეს ტრავის გამო თებერვალი გაუცდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები