გოგა ბითაძეს ტრავის გამო თებერვალი გაუცდება
Aa
Aa

გოგა ბითაძეს ტრავის გამო თებერვალი გაუცდება

გოგა ბითაძეს ტრავმის მოსაშუშებლად დაახლოებით 20 დღე დასჭირდება.

“ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველი კალათბურთელი  მონტენეგროს თასის, ევროლიგისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.ბითაძემ კოჭი 10 თებერვალს ადრიატიკის ლიგის ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაში დაიშავა.

ბელგრადის “პარტიზანთან” ჯახის პირველი მეოთხედი მიდიოდა, როდესაც გოგა უხერხულად დახტა და მოედანი კოჭლობით დატოვა.

მან ევროლიგის “მაკაბისთან” გამართულ მატჩში ფეხი იტკინა, “პარტიზანთან” კი გაუმიზეზდა.

“ბუდუჩნოსტის” მთავარი მწვრთნელის იასმინ რეპეშას თქმით, ქართველ ლეგიონერს დაახლოებით 20 დღე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21 და 24 თებერვლის მატჩებში ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები