საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს შეხვდება
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის 19 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს ხორვატიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა ხორვატიაში გაიმართება. ინფორმაციას ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ხორვატიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია.

ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში საქართველო ხორვატიასთან ერთად მოხვდა. თბილისში გამართული შეხვედრა ლევან კობიაშვილის ერთადერთი გოლით თემურ ქეცბაიას გუნდმა მოიგო. საპასუხო შეხვედრა სპლიტში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გახსნა.
Croatia VS. Georgia 2 - 1, EC Qualification, 3 June 2011
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) October 18, 2018
First goal: Kankava (16) pic.twitter.com/1WXxsX2TEX
ფოტო: GFF.GE