კვეკვესკირი მოედანს კორეულ კლუბთან დაუბრუნდა
Aa
Aa

კვეკვესკირი მოედანს კორეულ კლუბთან დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნიკა კვეკვესკირი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ''ტობოლის'' შემადგენლობაში კვეკვესკირმა კორეული ''ტეჟონ სითიზენის'' წინააღმდეგ ითამაშა. ფეხბურთელი, რომელიც 2017 წლის ზაფხულიდან ყაზახური გუნდის წევრია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა მეორე ტაიმის საწყისი წუთიდანვე ათამაშა.

შეგახსენებთ, 26 წლის კვეკვესკირმა ტრავმის გამო ''ტობოლის'' პირველი შეკრება გამოტოვა. ''ტობოლი'' მეორე უცხოურ შეკრებასაც თურქეთში გადის.

კორეული გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. 

მატჩი აზიური კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, 2018 წლის სეზონში ''ტობოლი'' ყაზახეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ფოტო: fctobol.kz

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები